წესდება
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, "თავისუფლების მოედნის", წესდება
ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
თავისუფლების მოედანი
მუხლი 1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სტატუსი, სახელწოდება და იურიდიული მისამართი
1.1 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,თავისუფლების მოედანი“, (შემდეგში ტექსტში – „პარტია“) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად.
1.2 პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აქვს განკერძოებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, ემბლემა, დროშა, საანგარისშწორებო და სხვა ანგარიშები საქართველოს საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. პარტია უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
1.3 პარტიის შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:
ა) პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;
ბ) დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;
გ) არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;
დ) პარტიების თანასწორობა კანონის წინაშე;
ე) პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.
1.4 პარტიის სრული სახელწოდებაა ქართულ ენაზე: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფლების მოედანი“, სრული სახელწოდება ინგლისურ ენაზე: Political Union of Citizens ,,Freedom Square”. პარტიის შემოკლებული დასახელება ქართულ ენაზე: მპგ „თავისუფლების მოედანი”, ხოლო ინგლისურ ენაზე: PUC „Freedom Square”.
1.5 პარტიის იურიდიული მისამართი: თამარაშვილის 4ა, I სადარბაზო, II სართული, ბინა #2. თბილისი, 0179, საქართველო. პარტიის ელექტრონული ფოსტის მისამართი: www.freedomsquare.ge;პარტიის ტელეფონის ნომერი: (+995) 599548269.
მუხლი 2. პარტიის საქმიანობის მიზნები და ამოცანები
2.1 პარტიის მიზნებია:
- დამოუკიდებელი, სოციალურ-სამართლებრივი, ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა;
- გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხელისუფლების ფორმირება, ეფექტიანი
- სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება;
- ქვეყნის ტერიტორიული და სახელმწიფოებრივი ერთიანობისათვის განუხრელი ზრუნვა;
- ქვეყნის მდგრადობისა და უსაფრთხოების განმტკიცება;
- აქტიური მოქმედება საქართველოსთვის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად საერთაშორისო თანამეგობრობაში;
- ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა;
- ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება, ღია საბაზრო ურთიერთობათა ჩამოყალიბების ხელშეწყობა, თავისუფალი მეწარმეობის განვითარება, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებისთვის ხელშეწყობა;
- საზოგადოების ყველა ფენის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა;
- უკომპრომისო ბრძოლა კორუფციისა და უკანონობის წინააღმდეგ;
- სხვა მიზნები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას
2.2 აღნიშნული მიზნების მისაღწევად პარტია იყენებს ყველა კანონიერ გზასა და საშუალებას, აქტიურ მონაწილეობას იღებს ქვეყნის საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა არჩევნებში, თანამშრომლობს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სხვა.
მუხლი 3. პარტიის წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის წესი და პირობები, წევრის უფლება- მოვალეობები და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი.
3.1 პარტიაში წევრი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ცნობს და აღიარებს პარტიის ღირებულებებსა და მიზნებს, მათი განხორციელების ფორმებს, ეთანხმება პარტიის წესდებას და მზად არის მონაწილეობა მიიღოს პარტიის საქმიანობაში.
3.2 პარტიის წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ან ახორციელებდეს საქმიანობას, რომელიც კანონით შეუთავსებელია პარტიის წევრობასთან.
3.3 დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.4 პარტიაში გაწევრიანება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქის თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე.
3.5 პირი პარტიაში წევრიანდება მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ელექტრონულად, პარტიის მიერ საჯაროდ გაცხადებულ ელექტრონულ მისამართზე. განცხადება წარედგინება პარტიის სამდივნოს, რომელიც შემდგომ დადებით ან უარყოფით დასკვნას უგზავნის პარტიის ეროვნულ საბჭოს, რომელიც ყოველ სხდომაზე განიხილავს შემოსულ განცხადებებს და ღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებას პირის პარტიის წევრად მიღების შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული იქნება ახალი წევრის მონაცემები და პრიორიტეტები და მას რეკომენდაციის სახით მიეცემა საშუალება აირჩიოს შეთავაზებული თემატური სამუშაო ჯგუფიდან ერთ-ერთი, რომლის ფარგლებშიც შეძლებს საკუთარი წვლილის შეტანას პარტიის საქმიანობაში. პარტიის ეროვნული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს. წევრად მიღებაზე უარის თქმის მიზეზის დასაბუთება აუცილებელი არ არის.
3.6 პარტიაში გაწევრიანება, გულისხმობს, რომ პირი:
ა) ეთანხმება და იზიარებს პარტიის იდეოლოგიას, მსოფლმხედველობას, სახელმძღვანელო პრინციპებს და წესებს, პროგრამულ მიმართულებებსა და მიდგომებს, როგორც ეს გამოხატულია ამ წესდებაში, პროგრამულ პლატფორმებში და სხვა რელევანტურ დოკუმენტებში, რომლებიც მიღებულია პარტიის უფლებამოსილი ორგანოების მიერ.
ბ) იღებს ვალდებულებას შეასრულოს წესები, პროცედურები და სხვა რეგულაციები, რომლებიც დამტკიცებულია პარტიის შესაბამისი ორგანოების მიერ.
გ) აღასრულებს პარტიის შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებულ კანონიერ გადაწყვეტილებებს.
დ) დაიცავს სრულ კონფიდენციალურობას იმ შიდაპარტიულ დისკუსიებთან მიმართებაში,რომელშიც თავად მონაწილეობდა. ასევე მოიქცევა საკუთარ საქმიანობასთან და შესაბამის დოკუმენტებთან მიმართებაში, რომელზეც ვრცელდება კონფიდენციალურობის მოთხოვნა
3.7 პარტიიდან გასვლა თავისუფალია. პირი პარტიიდან გასულად ჩაითვლება მის მიერ პარტიაში თავმჯდომარის სახელზე განცხადების წარდგენის ან/და საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან.
3.8 პირის პარტიის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია;
ა) პირის პარტიიდან გასვლა;
ბ) პირის გარდაცვალება;
გ) 2 წლის განმავლობაში ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საწევროს არ გადახდა;
დ) თუ პირმა დაიკავა პარტიის წევრობასთან შეუსაბამო თანამდებობა, ან არსებობს სხვა გარემოება რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლებელს ხდის პარტიის წევრობას(წევრობა წყდება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან).
ე) პარტიიდან გარიცხვა.
3.9 პირს პარტიის წევრობა უწყდება ამ მუხლის 3.8 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან. პარტიის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში, პირი ტოვებს პარტიაში დაკავებულ ნებისმიერ თანამდებობას ან ორგანოს წევრობას.
3.10 პარტიის წევრის უფლებები:
ა) პარტიის წესდების შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს პარტიის ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევნებში;
ბ) წერილობით მიმართოს პარტიის შესაბამის ორგანოს და 1 (ერთი) თვის ვადაში გაეცეს პასუხი;
გ) გაეცნოს პარტიის გადაწყვეტილებებს და წესდების, პარტიის თავმჯდომარის და ეროვნული საბჭოს მიერ დადგენილი წესების და პროცედურების შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში.
დ) პარტიის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ დადგენილი წესით პარტიის ამოცანების განსახორციელებლად ისარგებლოს პარტიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
4
გ) გაეცნოს პარტიის გადაწყვეტილებებს და წესდების, პარტიის თავმჯდომარის და ეროვნული
საბჭოს მიერ დადგენილი წესების და პროცედურების შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს
სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში.
დ) პარტიის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ დადგენილი წესით პარტიის ამოცანების განსახორციელებლად ისარგებლოს პარტიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
3.11 პარტიის წევრის ვალდებულებები:
ა) დაიცვას პარტიის წესდება და მონაწილეობა მიიღოს პარტიის მიზნების და ამოცანების განორციელებაში;
ბ) დაემორჩილოს პარტიულ დისციპლინას, დაიცვას პარტიის მიერ დადგენილი წესები და კეთილსინდისიერად შეასრულოს პარტიის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებები;
გ) მოთხოვნის შემთხვევაში პარტიის ორგანოს ჩააბაროს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
დ) საჯარო წარმომადგენლობით ორგანოში არჩევის შემთხვევაში გაერთიანდეს პარტიის მიერ ან პარტიის მონაწილეობით შექმნილ ფრაქციაში;
ე) მონაწილეობა არ მიიღოს საქმიანობაში და არ გააკეთოს განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება პარტიის პოლიტიკურ კურსს, პოზიციას, მიზანსა და ამოცანებს;
ვ) თავისი ქმედებით არ დაუშვას პარტიის დისკრედიტაცია;
ზ) პარტიის ეროვნული საბჭოს მიერ დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით გადაიხადოს საწევრო შენატანი;
თ) გაუფრთხილდეს პარტიის ქონებას და ფინანსურ სახსრებს;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პარტიის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს პარტიას და გავიდეს პარტიიდან;
კ) კეთილსინდისიერად შეასრულოს პარტიის წესდების შესაბამისად მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობანი.
3.12 ამ მუხლის 3.12 პუნქტით დადგენილი ვალდებულებების დარღვევისთვის, მათი ინტენსივობისა და სიმძიმის გათვალისწინებით, პარტიის წევრის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი დისციპლინური ზომები:
• წერილობითი გაფრთხილება;
• პარტიიდან გარიცხვა.
პარტიის წევრისათვის დისციპლინურ დევნას აწარმოებს (მათ შორის პირის პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს) პარტიის სამდივნო. პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილება დისციპლინური ზომის დაკისრების/გამოყენების შესახებ წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული და იგი მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს პარტიის ეროვნულ საბჭოში.
3.13 პარტიის წევრი, რომელიც მისი ქმედებით, საჯაროდ გაცხადებული პოზიციით ეწინააღმდეგება პარტიის იდეოლოგიას, საჯაროდ გაცხადებულ პარტიის პოლიტიკას, მოქმედებს პარტიის ინტერესების საზიანოდ, 6 (ექვსი) თვის განმავლობაში არ მონაწილეობს პარტიის საქმიანობაში, სისტემატურად არღვევს წესდებით დადგენილ მოთხოვნებს, არ ასრულებს პარტიის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებებს ან ჩაიდენს კანონსაწინააღმდეგო, პარტიის სახელისა და ღირსების შემლახავ ქმედებას, პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარიცხულ იქნეს პარტიის წევრობიდან. პარტიის წევრობიდან გარიცხვის შემთხვევაში,პირს იმავდროულად უწყდება პარტიაში დაკავებული ნებისმიერი თანამდებობა. პარტიის წევრობიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება პარტიის ეროვნულ საბჭოში, მისი მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა
4.1 პარტიის სტრუქტურული ორგანოებია:
ა) პარტიის ხელმძღვანელი და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - პარტიის ყრილობა;
ბ) პარტიის აღმასრულებელი ორგანო - ეროვნული საბჭო;
გ) პარტიის მაკონტროლებელი ორგანო - სარევიზიო კომისია;
დ) პარტიის ყოველდღიური საქმიანობის წარმმართველი ორგანო - პარტიის სამდივნო;
4.2 პარტიის თანამდებობის პირებია:
ა) პარტიის თავმჯდომარე / ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე;
გ) პარტიის გენერალური მდივანი;
დ) პარტიის პოლიტიკური მდივანი;
4.3 პარტიის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას პარტიის სხვა სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის ადგილობრივი ორგანიზაციები. სტრუქტურული ერთეულების დებულებას ამტკიცებს პარტიის ეროვნული საბჭო.
მუხლი 5. პარტიის ყრილობა .
5.1 პარტიის ყრილობა არის პარტიის უმაღლესი, ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანო;
5.2 პარტიის მორიგი ყრილობა მოიწვევა 4 (ოთხი) წელიწადში ერთხელ, რომელსაც იწვევს პარტიის თავმჯდომარე ან პარტიის ეროვნული საბჭო.
5.3 პარტიის რიგგარეშე ყრილობა შესაძლებელია მოწვეულ იქნას პარტიის თავმჯდომარის ან ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით.
5.4 პარტიის ყრილობა შედგება პარტიის ეროვნული საბჭოს მიერ დადგენილი წესით არჩეული დელეგატებისგან. დელეგატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 200-ზე ნაკლები. ყრილობაში დელეგატთა არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება, ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით. პარტიის ყრილობის დელეგატთა შორის თანამდებობრივად შედიან პარტიის თავმჯდომარე, პარტიის გენერალური მდივანი, პარტიის პოლიტიკური მდივანი და პარტიის ეროვნული საბჭოს წევრები.
5.5 პარტიის ყველა წევრს ან დელეგატს, შეტყობინება ყრილობის ჩატარების თაობაზე უნდა გაეგზავნოს ყრილობამდე 7 (შვიდი) დღით ადრე ერთ-ერთი ფორმით: ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, წერილობითი ფორმით, პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით ან მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ინფორმაციის გავრცელების გზით.
5.6 ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ორი მესამედი მაინც. ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე დელეგატთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ყრილობა მუშაობს რეგლამენტის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს პარტიის ეროვნული საბჭო.
ყრილობაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, თუ კონკრეტულ შემთხვევაში პარტიის ყრილობა სხვა რამეს არ დაადგენს;
5.7 პარტიის ყრილობა:
ა) ეროვნული საბჭოს წარდგინებით იღებს პარტიის წესდებას, შეაქვს წესდებაში ცვლილებები და დამატებები;
ბ) ისმენს პარტიის თავმჯდომარის და ეროვნული საბჭოს ანგარიშს.
გ) ისმენს პარტიის სარევიზიო კომისიის ანგარიშს;
დ) ეროვნული საბჭოს წარდგინებით ან ყრილობის დელეგატთა არა ნაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით 4 (ოთხი) წლის ვადით ირჩევს პარტიის თავმჯდომარეს;
ე) პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს ეროვნული საბჭოს და სარევიზიო კომისიის წევრებს 4 (ოთხი) წლის ვადით;
ვ) იღებს გადაწყვეტილებას პარტიის რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის შესახებ ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდებით გათვალისწინებულ საკითხებზე.
5.8 ყრილობის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე.
**
მუხლი 6. პარტიის ეროვნული საბჭო **
6.1 პარტიის ეროვნული საბჭო არის პარტიის აღმასრულებელი ორგანო.
6.2 ერონული საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად არის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეც და პარტიის ყრილობის მიერ არჩეული არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) წევრი. ეროვნული საბჭოს წევრები აირჩევა 4 წლის ვადით. მისი სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 (სამი) თვეში ერთხელ. ეროვნული საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6.3 ეროვნულ საბჭოს შეიძლება უფლებამოსილება შეუწყდეს ვადაზე ადრე, თუ ყრილობა აირჩევს ეროვნული საბჭოს ახალ შემადგენლობას.
6.4 ეროვნული საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე წყდება: გადადგომის, პარტიის წევრობის შეწყვეტის, ან გარდაცვალების შემთხვევაში. გადადგომის თაობაზე ეროვნული საბჭოს წევრი მიმართავს პარტიის თავმჯდომარეს.
6.5 ეროვნული საბჭოს სხდომას იწვევს პარტიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან ეროვნული საბჭოს წევრთა არა ნაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით.
6.6 ეროვნული საბჭოს სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება სხდომის მომწვევი პირის (პირების) მიერ.
6.7 ეროვნული საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული საბჭო მუშაობს დებულების შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს ეროვნული საბჭო.
6.8 ეროვნული საბჭო:
ა) უზრუნველყოფს ყრილობის გადაწყვეტილებების აღსრულებას:
ბ) ამტკიცებს პარტიის სტრატეგიულ და პროგრამულ დოკუმენტებს;
გ) ამტკიცებს პარტიის ბიუჯეტს;
დ) იღებს გადაწყვეტილებებს პარტიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის თაობაზე;
ე) ყრილობის ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღისა ყრილობას ასარჩევად წარუდგენს პარტიის თავმჯდომარის და სარევიზიო კომისიის წევრების კანდიდატურებს;
ვ) ყველა დონის არჩევნებისთვის იღებს გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის, აგრეთვე საარჩევნო ბლოკსა და პოლიტიკურ კოალიციაში პარტიის გაწევრიანების შესახებ, ქმნის საარჩევნო შტაბს და ირჩევს მის ხელმძღვაწელს, ამტკიცებს პარტიის მიერ წარსადგენ კანდიდატს და/ან კანდიდატთა სიას;
ზ) პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ეროვნული საბჭოს შემადგენლობიდან თანამდებობაზე ირჩევს და პარტიის თავმჯდომარის წინადადებით თანამდებობიდან ათავისუფლებს პარტიის გენერალურ მდივანს და პარტიის პოლიტიკურ მდივანს.
თ) ამტკიცებს პარტიის სტრუქტურული ერთეულებების დებულებებს,
ი) წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს პარტიის წევრების საჩივრებს, შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას პარტიის წევრად მიღებისა და წევრობის აღდგენის შესახებ;
კ) იღებს გადაწყვეტილებას საწევრო შენატანის დაწესების თაობაზე და ადგენს მისი გადახდის წესს;
ლ) იღებს გადაწყვეტილებას ყველა იმ საკითხზე, რომლის გადაწყვეტა არ განეკუთვნება პარტიის სხვა ორგანოს, თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
6.9 ეროვნული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ყველა იმ საკითხზე, რომლის გადაწყვეტა არ განეკუთვნება პარტიის სხვა ორგანოს თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ერთეულის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას;
6.10 ეროვნული საბჭო ანგარიშვალდებულია ყრილობის წინაშე;
მუხლი
7. პარტიის თავმჯდომარე
7.1 პარტიის თავმჯდომარე არის პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი;
7.2 პარტიის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის პარტიის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, არის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე და წარმართავს მის მუშაობას;
7.3 პარტიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს პარტიას;
ბ) ერთპიროვნულად წარმოადგენნს პარტიას და პარტიის პოლიტიკურ საბჭოს შიდაპარტიულ და მესამე პირებთან ურთიერთობაში, გამოდის პოლიტიკური განცხადებებით პარტიის სახელით;
გ) წარმართავს პარტიის ეროვნული საბჭოს სხდომებს;
დ) განკარგავს პარტიის ფინანსებს და მატერიალურ ქონებას საწესდებო მიზნების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) გამოსცემს ბრძანებებს და პარტიის სახელით ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტაციას;
ვ) პარტიის ეროვნულს საბჭოს, მისი შემადგენლობიდან, ასარჩევად წარუდგენს პარტიის გენერალური მდივნის და პარტიის პოლიტიკური მდივნის კანდიდატებს და პარტიის ეროვნულ საბჭოს მიმართავს გენერალური მდივნის და პოლიტიკური მდივნის გათავისუფლების წინადადებით;
ზ) ყრილობას წარუდგენს ეროვნული საბჭოს შემადგენლობას.
თ) წარმოადგენს პარტიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია პარტიის სახელით გასცეს მინდობილობა;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობისა და პარტიის წესდების შესაბამისად განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
7.4 პარტიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილების ვადის გასვლის, გადადგომის ან პარტიის წევრობის შეწყვეტის მომენტიდან. პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს პარტიის გენერალური მდივანი. პარტიის თავმჯდომარის ვადამდე გადაყენება შესაძლებელია ყრილობის გადაწყვეტილებით.
მუხლი 8. პარტიის გენერალური მდივანი
8.1 პარტიის ეროვნული საბჭოს და თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულების ორგანიზებას უზრუნველყოფს პარტიის გენერალური მდივანი.
8.2 გენერალური მდივანი:
ა) ხელმძღვანელობს პარტიის სტრატეგიული და პროგრამული დოკუმენტების განხორციელებას;
ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;
გ) თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით დადგენილი წესით განკარგავს პარტიის ფინანსებს (ფულად სახსრებს) და ქონებას.
დ) წარმართავს პარტიის სამდივნოს და აპარატის საქმიანობას, ეროვნულ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პარტიის სამდივნოს და აპარატის დებულებებს;
ე) ნიშნავს და ათავისუფლებს პარტიის აპარატის თანამშრომლებს, ხელს აწერს შრომით ხელშეკრულებებს;
ვ) ეროვნული საბჭოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარტიის მდივანს/მდივნებს (გარდა პოლიტიკური მდივნისა), ახორციელებს მის მიერ დანიშნულ მდივანზე მისი ცალკეული უფლებამოსილების დელეგირებას;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობისა და პარტიის წესდების შესაბამისად ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
8.3 პარტიის აპარატი:
ა) უზრუნველყოფს პარტიის სტრატეგიული და პროგრამული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელებას;
ბ) უზრუნველყოფს პარტიის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას;
გ) შეიმუშავებს პარტიის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებების, თავმჯდომარის და გენერალური მდივნის ბრძანებების პროექტებს;
დ) გეგმავს და ორგანიზებას უწევს პარტიულ ღონისძიებებს;
ე) უზრუნველყოფს პარტიაში საქმისწარმოებასა და დოკუმენტ ბრუნვას, აწარმოებს პარტიის წევრთა ერთიან რეესტრს;
ვ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ წესდების, პარტიის აპარატის დებულებისა და ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად.
8.4 პარტიის გენერალური მდივანი ანგარიშვალდებულია ეროვნული საბჭოსა და პარტიის თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 9. პარტიის პოლიტიკური მდივანი
9.1 პარტიის პოლიტიკური მდივანი უზრუნველყოფს პარტიის სტრატეგიული და პროგრამული დოკუმენტების შემუშავებას და საერთო კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას.
9.2 პარტიის პოლიტიკური მდივანი ანგარიშვალდებულია პარტიის ეროვნული საბჭოსა და თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 10. პარტიის სამდივნო
10.1 პარტიის სამდივნო შედგება პარტიის გენერალური მდივნისა და მდივნებისაგან.
10.2 პარტიის სამდივნო ამ წესდების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს პარტიის წევრობასთან და დისციპლინალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
10.3 პარტიის სამდივნოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სამდივნოს დებულებით, რომელსაც გენერალური მდივნის წარდგინებით ამტკიცებს ეროვნული საბჭო.
მუხლი 11. პარტიის სარევიზო კომისია
11.1 პარტიის სარევიზო კომისია არის პარტიის მაკონტროლებელი ორგანო;
11.2 სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში შედის პარტიის ყრილობის მიერ არჩეული არანაკლებ (სამი) და არაუმეტეს 5 (ხუთი) წევრი. სარევიზიო კომისია აირჩევა პარტიის ყრილობის მიერ 4 (ოთხი) წლის ვადით. სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პარტიის სხვა ორგანოს წევრი. სარევიზიო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება ყრილობის მიერ სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობის არჩევის, პარტიის წევრობის შეწყვეტის ან სარევიზიო კომისიის წევრის გადადგომის მომენტიდან; გადადგომის თაობაზე სარევიზიო კომისიის წევრი მიმართავს პარტიის თავმჯდომარეს.
11.3 სარევიზიო კომისიას უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს ვადაზე ადრე, თუ ყრილობა აირჩევს სარევიზიო კომისიის ახალ შემადგენლობას.
11.4 სარევიზიო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს ყრილობა ამ კომისიის შემადგენლობიდან. სარევიზიო კომისიის სხდომას იწვევს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სარევიზიო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა;
11.5 სარევიზიო კომისია უფლებამოსილია:
ა) პარტიის შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვოს თავისი უფლებამოსილების განხორცილებისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) განახორციელოს პარტიის საფინანსო–საბუღალტრო საქმიანობის რევიზია და თავისი დასკვნები წარუდგინოს პარტიის ყრილობას და ეროვნულ საბჭოს.
მუხლი 12. პარტიის ფინანსები და ქონება
12.1 პარტიის ქონების შექმნის წყაროებია:
ა) საწევრო შენატანები;
ბ) შემოწირულებები;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა;
12.2 პარტიას საკუთრებაში აქვს პარტიის წესდებით განსაზღვრული ამოცანების განსახორციელებლად საჭირო - ქონება (ნივთები). პარტიის ქონების განკარგვა დასაშვებია მხოლოდ წესდებით განსაზღვრული ამოცანების განსახორციელებლად.
მუხლი 13. პარტიის სიმბოლიკა
13.1 პარტიას გააჩნია ემბლემა, დროშა და ბეჭედი, რომლის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს პარტიის ეროვნული საბჭო.
13.2 პარტიის ემბლემა:
ემბლემა გადაწყვეტილია 2 ფერში: ცისფერი და თეთრი. ცისფერ ფონზე გამოხატულია თეთრი წრე, რომელიც მარჯვნივ 180 გრადუსზე გაწყვეტილია თეთრ ფერში გამოხატული ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის ფიგურით, რომელსაც ხელში შუბი უპყრია, ცხენს ქვემოთ თეთრადვე ჩანს გველეშაპის სიმბოლური გამოსახულება. წრის შიგნით წმინდა გიორგისა და გველეშაპის გამოსახულების მარცხნივ ერთიმეორის ქვეშ თეთრად აწერია თავისუფლების მოედანი.
13.3 პარტიის დროშა:
პარტიის დროშის ფორმა მართკუთხედია, რომლის სიგრძისა და სიგანის ფარდობითი პროპორცია შესაბამისად არის 2 X 1. დროშის ფერებია: ცისფერი და თეთრი. დროში ფონი ცისფერია, ხოლო მის ცენტრალურ ნაწილს პარტიის ემბლემა იკავებს. ემბლემის აღწერილობა მოცემულია ზემოთ.
13.4 პარტიის ბეჭედი
პარტიას აქვს მელნიანი (ლურჯი) - ბეჭედი, რომელიც არის მრგვალი ფორმის, მის ცენტრში გამოსახულია პარტიის ემბლემა, ხოლო წრიულად დატანილია პარტიის სრული სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი.
მუხლი 14. პარტიის წესდების გადასინჯვა
14.1 პარტიის ყრილობა უფლებამოსილია მიიღოს პარტიის წესდება და შეიტანოს მასში ცვლილებებ და დამატებები.
მუხლი 15. პარტიის რეორგანიზაცია და თვითლიკვიდაცია
15.1. გადაწყვეტილებას პარტიის რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის თაობაზე დამსწრე დელეგატთა შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით იღებს პარტიის ყრილობა;
15.2. პარტიის რეორგანიზაციის შემთხვევაში პარტიის ქონების განაწილების საკითხს წყვეტს ყრილობა, დამსწრე დელეგატთა შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით.
15.3. პარტიის თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.
მუხლი 16. გარდამავალი დებულებები
16.1. ეს წესდება ძალაში შედის ყრილობის მიერ მისი მიღებისთანავე.