ბოლო წლების განმავლობაში ბუნებრივი სტიქიური მოვლენებით გამოწვეულმა კატასტროფებმა – ვერეს ხეობის წყალდიდობამ, შოვის ტრაგედიამ, მეწყერმა და წყალდიდობამ გურიაში, დევდორაკის მყინვარის ჩამოშლამ, თუშეთის ხანძარმა, ხარაგაულის მეწყერმა – კიდევ ერთხელ დაგვანახა სახელმწიფოს უუნარობა, გაუმკლავდეს კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ მომეტებულ ბუნებრივ საფრთხეებსა და კატასტროფების რისკებს. ქვეყანაში არსებული არასაკმარისი რესურსების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი იყო ადამიანური მსხვერპლისა