საქართველოს გულისთვის 🩵 ქუთაისი

„ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის“, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს გააერთიანებს ქვეყნის, იმერეთის რეგიონისა და ქუთაისის განვითარების საკითხების გარშემო.

საქართველოს გულისთვის 🩵 ქუთაისი

29 მარტს ქუთაისი უმასპინძლებს ფორუმს — „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის“, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს გააერთიანებს ქვეყნის, იმერეთის რეგიონისა და ქუთაისის განვითარების საკითხების გარშემო.

ფორუმის მიზანია საერთო, პოზიტიური ხედვის ჩამოყალიბება საქართველოს მომავლის შესახებ. დისკუსიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ იმ პრინციპებზე, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობას, ასევე ქვეყნის სამომავლო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

ღონისძიება ინტერაქტიული ფორმატით გაიმართება, რაც დამსწრეებს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთონ განხილვაში, დასვან შეკითხვები და საკუთარი იდეები შესთავაზონ პროცესს. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ფორმატი ხელს უწყობს ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდას და საერთო პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერებას ქვეყნის განვითარების პროცესში.

ფორუმი ტარდება პარტია "თავისუფლების მოედნისა" და "საზოგადოებრივი ასამბლეის" თანაორგანიზებით და წარმოადგენს კამპანიის, „საქართველოს გულისთვის“, ნაწილს.

თარიღი: 29 მარტი (13:00-15:00)
მისამართი: ქუთაისი, "გალა", ზაქარია ფალიაშვილის #29.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მომავალშიც მიიღონ ინფორმაცია კამპანიის აქტივობების შესახებ შემდეგ ბმულზე:

თავისუფლების მოედანი

ელ.ფოსტა: contact@freedomsquare.ge

ტელ.: +995 598 888 068

მისამართი: Tbilisi, Georgia