„თავისუფლების მოედანი“
თავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი (ინგლ. Freedom Square) არის ქართული პოლიტიკური პარტია, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა 2025 წლის 17 ნოემბერს.
ისტორია
თავისუფლების მოედანი თავდაპირველად დაარსდა როგორც პოლიტიკური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნების წინ, 2024 წლის 1 ივლისს. მოძრაობის დაარსება გამოაცხადა პოლიტიკოსმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ და მასში გაერთიანდნენ სხვადასხვა პროფესიული და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები.
მოძრაობა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, როგოც კოალიცია - “ძლიერ საქართველოს” წევრი.
პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციის მცდელობა მოძრაობისთვის არ ყოფილა მარტივი. საჯარო რეესტრმა ორჯერ არ დააკმაყოფილა მოძრაობის განაცხადი, რის შემდეგაც პარტიამ საჯაროდ გააკრიტიკა საჯარო რეესტრი და ყურადღება გაამახვილა ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ბარიერების არსებობაზე. საბოლოოდ, 2025 წლის 19 ნოემბერს პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდა როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია.
იდეოლოგია და პოლიტიკა
თავისუფლების მოედანი თავის თავს აიდენტიფიცირებს როგორც ცენტრისტულ და დემოკრატიულ ძალას, რომელიც ემყარება პროდასავლურ და პროევროპელ პოლიტიკას და ქვეყნის განვითარების დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას.
პარტიის ხედვის მიხედვით „თავისუფლების მოედანი“, როგორც დემოკრატიული პოლიტიკური პარტია, იბრძვის და იღვწის ისეთი საქართველოსთვის, სადაც:
- სახელმწიფო მუშაობს მოქალაქეებისათვის, ხოლო მოქალაქეები პასუხისმგებლობით და საერთო ეროვნული ინტერესებით მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
- ყველას შეუძლია ანგარიში მოსთხოვოს სახელმწიფო მოხელეს, ხოლო ხელისუფალიც მზად არის პასუხი აგოს საკუთარ საქციელზე.
- წახალისებულია ისეთი ზნეობრივი პრინციპები, როგორებიცაა თანაგრძნობა, ჰუმანურობა, და დაფასებულია კეთილსინდისიერება.
- განსხვავებების მიუხედავად, მოქალაქეები საერთო ინტერესით ხელმძღვანელობენ.
- ყველას შეუძლია იცხოვროს მშვიდ, სიძულვილისგან დაცლილ საზოგადოებაში და საკუთარი შრომით იამაყოს.
- ყველას შეუძლია კარიერული ზრდა და თვითრეალიზაცია, საკუთარი უნარებისა და ცოდნის შესაბამისად.
- ყველას აქვს ძალაუფლება ქვეყნის ისე მოწყობაში შეიტანოს წვლილი, როგორიც მას სურს.
- დაცულია ყველა მოქალაქე და მათი უფლებები.
- კანონი სამართლიანია და არავინაა მასზე მაღლა.
- ყველას შეუძლია თავისი არჩევანი გააკეთოს. ყველას შეუძლია თავი ბედნიერად იგრძნოს.
- საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი, მუდმივად ვითარდება, ნერგავს ინოვაციებს და ინარჩუნებს თვითმყოფადობას.
- ამის მიღწევა მხოლოდ საქმით და რწმენით არის შესაძლებელი.
არჩევნები
თავისუფლების მოედანი მონაწილეობდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როგორც კოალიცია - “ძლიერი საქართველოს” წევრი. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით კოალიციამ მიიღო ამომრჩევლის 9%.
ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები გაყალბებულად სცნეს და საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს.
“თავისუფლების მოედანი” ჩაერთო გრძელვადიანი ბოიკოტის პროცესში, რის შედეგადაც უარი განაცხადა 2024 წლის არჩევნების შედეგად მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებზე და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.