თავისუფლების მოედნის გუნდი
ლევან ცუცქირიძე
თავმჯდომარე
ბიოგრაფია ▼
- მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ჯონს ჰოპკინსის პოლ ნიცზეს სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლიდან.
- "აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD)" დამფუძნებელი.
- ორგანიზაცია „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.
- 2006-2009 წლებში იყო GIPA-ს რექტორი.
- 2004-2006 წლებში იყო სამოქალაქო რეესტრის რეფორმის პირველი ფაზის პროექტის მენეჯერი.
- ხელმძღვანელობდა ეუთოს მისიის პროგრამების კოორდინაციის განყოფილებას საქართველოში.
ბაკურ კვაშილავა
დამფუძნებელი
ბიოგრაფია ▼
- ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს იელის უნივერსიტეტიდან.
- მუშაობდა G-Econ პროექტში, იელის უნივერსიტეტში მკვლევრად ნობელის პრემიის ლაურეატი პროფესორის, უილიამ ნორდჰაუზის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.
- მსახურობდა საქართველოში „ეუთოს“ მისიაში.
- „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი.
- პოლიტიკური კულტურის, ჩართულობისა და დემოკრატიული პლურალიზმის მიმართულებით არაერთი კვლევის, პოლიტიკის დოკუმენტის, შეფასებითი კვლევების, საჭიროების ანალიზისა და სტრატეგიული თუ სამოქმედო გეგმების ავტორი და თანაავტორი.
თამთა ჯოლოხავა
აღმასრულებელი მდივანი
ბიოგრაფია ▼
- უნგრეთში სეგედის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი;
- პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამა;
- გაეროს რეგიონული აკადემიის მკვლევარი გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
- 2019-2024 „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი” – დემოკრატიის განათლების პროგრამის ასისტენტი და შემდეგში ხელმძღვანელი. მუშაობდა სხვადასხვა რეგიონებში სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობის, კოორდინაციის გაძლიერების, დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისა და პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით.
ირაკლი ქობალია
პოლიტიკური მდივანი
ბიოგრაფია ▼
- ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორი საერთაშორისო ურთიერთობებისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით.
- ფლობს მაგისტრის ხარისხს ევროპის საჯარო პოლიტიკის მიმართულებით ლონდონის უნივერსიტეტიდან.
- ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი.
- პოლიტიკური მრჩეველი ევროკავშირის წარმომადგენლობაში, მუშაობდა პოლიტიკური დიალოგის, საარჩევნო რეფორმისა და კანონის უზენაესობის მხარდამჭერ პროგრამებზე.
- ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის პროგრამის მმართველი სამოქალაქო განათლების მიმართულებით.
- საერთაშორისო პუბლიკაციების რედაქტორი და თანაავტორი.
გიორგი შაიშმელაშვილი
რეგიონული მდივანი
ბიოგრაფია ▼
- ფლობს ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევებისა და თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევრაზიისა და კავკასიის კვლევების მაგისტრის ხარისხებს.
- რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და კავკასიის კვლევების სპეციალისტი.
- სტრატეგიული დაგეგმვისა და უსაფრთხოების საკითხთა პროფესიონალი, მუშაობდა თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში.
- კითხულობს ლექციებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) რუსეთის საგარეო პოლიტიკის, კავკასიის რეგიონისა და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების შესახებ.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე: „უსაფრთხოების სფეროში გაწეული ამერიკული დახმარების ეფექტი რუსეთისა და ნატოს კონკურენციის ზონაში მყოფი ქვეყნებისთვის: საქართველოს მაგალითის შედარებითი ანალიზი.“
რევაზ აფხაზავა
აღმასრულებელი და ეროვნული საბჭოს წევრი
ბიოგრაფია ▼
- პედაგოგი, განათლების მკვლევარი და ექსპერტ-კონსულტანტი.
- ფლობს გეოგრაფიისა დასამართალმცოდნეობის ბაკალავრისა და განათლების მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხებს.
- 2000 წლიდან მუშაობდა ფონდში „ღია საზოგადოება – საქართველო“ განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და მართვის გაუმჯობესების პროგრამაში.
- 2002 წლიდან საქმიანობდა „განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტში“ (EPPM) ხოლო 2019 წლიდან არის ამვე ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე.
- 2014 წლიდან მუშაობს „განათლების კოალიციაში.“
- არის არაერთი კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის, კერძო რეპეტიტორობის ფენომენის, დეპოლიტიზების, სასკოლო კვებისა და სფეროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ირინე კურტანიძე
აღმასრულებელი და ეროვნული საბჭოს წევრი
ბიოგრაფია ▼
- ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით.
- ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ლონდონის უნივერსიტეტისგან.
- კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სკოლის ხელმძღვანელი.
- კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გერმანიაში პორცჰეიმის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
ლევან შატბერაშვილი
აღმასრულებელი და ეროვნული საბჭოს წევრი
ბიოგრაფია ▼
- პროფესიით ფილოსოფოსი.
- მეშვიდე წელია ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
- თარგმნის წიგნებს. მათ შორის, თარგმნილი აქვს ჰაინრიჰ ჰაინე და ოსკარ უაილდი.
სიმონ ჯანაშია
აღმასრულებელი და ეროვნული საბჭოს წევრი
ბიოგრაფია ▼
- ფლობს მაგისტრის ხარისხს სწავლა-სწავლების მიმართულებით ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და სადოქტორო ხარისხს განათლების საერთაშორისო განვითარების მიმართულებით კოლუმბიის უნივერსიტეტიდან.
- სხვადასხვა დროს იყო ფრანკფურტის, კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორი.
- გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის (GZAAT) დამფუძნებელი მასწავლებელი.
- კოლუმბიის უნივერსიტეტის გუნდის წევრი (2016-2020) და ყირგიზეთის განათლების სისტემის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი.
- მუშაობდა განათლების განვითარების პროექტებში სასწავლო გეგმების, მასწავლებლების მომზადების პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და დისტანციური სწავლების გაუმჯობესების, პოლიტიკის დაგეგმვის საკითხებზე უზბეკეთსა და ტაჯიკეთში.
აზა გაბუნია
აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
ბიოგრაფია ▼
- პედაგოგი, ფლობს განათლების მაგისტრის ხარისხს.
- წლების განმავლობაში მუშაობდა ინგლისური ენის პედაგოგად მაღალმთიან აჭარაში, ასევე იყო მიწვეული ლექტორი ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტში.
- საზოგადოება „ბათომის“ წევრი. ეს ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის იბრძვის.
- მონაწილეობდა პროექტ DRIVE Democracy-ში და შემუშავებული აქვს რეგიონული განვითარების გზამკვლევი, ურბანული განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე.
- გავლილი აქვს EECMD – ის მიერ განხორციელებული გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი “ქალთა ლიდერობა დემოკრატისთვის საქართველოში”.
- ბათუმის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული. ორგანიზაცია განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს, ასევე რამდენიმე ფესტივალისა და პროექტის მენეჯერი და ორგანიზატორი.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში აპელაციის კომისიის წევრი.
მათე ჩაფიჩაძე
იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
ბიოგრაფია ▼
- იურისტი. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მაგისტრი.
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.
- 2022 წლიდან მუშაობდა რეგიონალური კოორდინატორის პოზიციაზე აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში (EECMD).
- 2019 -2022 წლებში მუშაობდა სამართლიანი არჩევნების ISFED ის საჩხერის რაიონის გრძელვადიანი დამკვირვებლის პოზიციაზე.
- 2007 - 2016 წლებში მუშაობდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის პროგრამებში.
- 2009 წელს გაიარა სტაჟრება იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროში.
- 2008 წელს გაიარა სტაჟირება სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის რეგიონალურ ოფისში.
არჩილ მჭედლიშვილი
კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
ბიოგრაფია ▼
- პროფესიით ჟურნალისტი.
- მუშაობდა თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრში“ ახალი ამბების წამყვანის პოზიციაზე.
- წლების განმავლობაში მუშაობდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.
- გავლილი აქვს NIMD-ის თელავის დემოკრატიის სკოლის სასწავლო კურსი.
- 2017 წელს თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის საწინააღმდეგო კამპანიის ორგანიზებისთვის გადაეცა EECMD-ის „დემოკრატიის ლიდერის“ ჯილდო.
ნატა სლეპაკოვა
ეროვნული საბჭოს წევრი
ბიოგრაფია ▼
- დაამთავრა მე-2 სამედიცინო კოლეჯი და ამავე კოლეჯის ბაზაზე არსებული სამედიცინო ინსტიტუტი „პანაცეა,“ თუმცა მუშაობა გააგრძელა ენების განხრით.
- გამორჩეული ნამუშევრები: ვალერიუ ბუტულესკუს „ქვიშის ოაზისები,“ მოლიერის პიესა „ძუნწი,“ ჰოფმანის „მაკნატუნა და თაგვების მეფე.“
- ფილმები: „ლამაზი მეგობარი“ (2012), „სიყვარული სამი წელი ცოცხლობს“ (2012), „პოლარული ექსპრესი“ (2004).
- 2015 წლიდან ჩართულია ცხოველთა დაცვის საკითხებში, აქტიურად მონაწილეობს როგორც ცხოველთა გადარჩენაში, ასევე კანონმდებლობის შექმნაში. ნატოს კრიტიკული სტატიები გამოქვეყნებულია Zooclub.ge-ზე.
ნათია ხარატი
ეროვნული საბჭოს წევრი
ბიოგრაფია ▼
- Avicenna ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.
- ექიმი ნევროლოგი, ელექტროფიზიოლოგი ბათუმის #1 პოლიკლინიკაში.
- ექიმი ნერვოლოგი, ელექტროფიზიოლოგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში.
- BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პირი (ასისტენტი).
- 1997 წლიდან ILAE (International League Against Epilepsy) წევრი.
- 2003 წლიდან ასოციაცია „თანადგომას“ წევრი.
- 2015 წლიდან საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციის წევრი.
ნიკა ხომასურიძე
ეროვნული საბჭოს წევრი
ბიოგრაფია ▼
- უნგრეთის მთავრობის სტიპენდიანტი და ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის მაგისტრი.
- საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი და მკვლევარი პოლიტიკური ფინანსების მიმართულებით.
- მუშაობდა პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების ინსტიტუციური გაძლიერების მხარდამჭერ პროგრამებში.
- 2021-2025 წლებში იკავებდა პროგრამების ოფიცრის პოზიციას აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში (EECMD).
- მუშაობდა “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)” 2020 წლის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში.
თედო თავდგირიძე
ეროვნული საბჭოს წევრი
ბიოგრაფია ▼
- ბსუ-ს (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ისტორიის ბაკალავრი.
- ჯიპა (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი.
- 2021-2025 წლის მოწვევის შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი.
- თბილისის 133-ე საჯარო სკოლის ისტორიის უფროსი მასწავლებელი.
- თბილისის 143-ე სკოლის გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი.
მარი გელაშვილი
ეროვნული საბჭოს წევრი
ბიოგრაფია ▼
- სამართალმცოდნეობის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- დაინტერესებულია ზოგად განათლებასთან დაკავშირებული საკითხების კვლევით.
- როგორც განათლების სპეციალისტი, „ათასწლეულის სკოლაში’’ ავითარებს ალტერნატიულ პროგრამებს, მუშაობს მოზარდებთან და მშობლებთან ციფრული კეთილდღეობის მიმართულებით.
- 2021-2023 წლებში, ევროკავშირის დელეგაციის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩართული იყო საქართველოს 6 ქალაქში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების შექმნაში და ხელმძღვანელობდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამების შემუშავებას.
- 2018-2022 წლებში ხელმძღვანელობდა საქველმოქმედო პროექტს - „ჩართე“. პროექტი ეხმარება სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინტერნეტსა და ტექნოლოგიებთან წვდომაში. ამჟამად ამავე პროგრამაში მოზარდებთან მუშაობს მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაზე.
- სხვადასხვა დროს ჩართული იყო Erasmus გაცვლით პროგრამებში ფინეთში, ესპანეთსა და ლუქსემბურგში.
თამარ გამყრელიძე
ეროვნული საბჭოს წევრი
ბიოგრაფია ▼
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ევროკავშირის პოლიტიკისა და ევროპული მმართველობის მიმართულებით.
- პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი.
- ყოფილი მკვლევარი College of Europe-ში და მოწვეული მკვლევარი Trans European Policy Studies Association-ში.
- 2021–2023 წლებში იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე და Horizon Europe-ის ეროვნული საკონტაქტო პირი იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში. მუშაობდა ევროკავშირის კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და კვლევითი პოლიტიკის მიმართულებით.
- მისი საქმიანობა და კვლევითი ინტერესები მოიცავს ევროპულ ინტეგრაციას, აკადემიურ თავისუფლებას, დემოკრატიულ პროცესებსა და უსაფრთხოების საკითხებს კვლევით და პოლიტიკის ანალიზის ჭრილში.
- ავტორია პუბლიკაციებისა და ანალიტიკური სტატიების დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე; მონაწილეობს საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებში, მათ შორის CRDF Global-ისა და United States Department of State-ის ინიციატივებში.






