მიეცით ბავშვებს წამალი 🎈

პოლიციელების მიერ ადამიანების ცემის გორში მომხდარი ფაქტი "ქართული ოცნების" პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია.

თავისუფლების მოედნის განცხადება

პოლიციელების მიერ ადამიანების ცემის გორში მომხდარი ფაქტი "ქართული ოცნების" პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია.

პოლიციელების მიერ ადამიანების ცემის გორში მომხდარი ფაქტი, რომელიც გავრცელებული ვიდეო კადრებით იხილა საზოგადოებამ, "ქართული ოცნების" პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია.

ლეგიტიმაციის კრიზისის ფონზე "ქართულ ოცნებას" არაფერი აქვს შესათავაზებელი საკუთარი მოქალაქეებისთვის, გარდა შიშველი ძალადობისა, რომლის სისტემურ საყრდენს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებული პირია, რომელსაც სულ ახლახანს გამოუცხადა ნდობა ქართული ოცნების პარლამენტმა.

ამ ვითარებაში, დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას უნდა მოყვეს რეჟიმის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ქართული ოცნების პირობებში არ არსებობს სამართალი და დაუცველია ადამიანის ღირსება.

თავისუფლების მოედანი

ელ.ფოსტა: contact@freedomsquare.ge

ტელ.: +995 598 888 068

მისამართი: Tbilisi, Georgia