განცხადება
ივანიშვილის რეჟიმის მიერ ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა, შეურაცხყოფა და მოქალაქეების ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის ხელყოფა უპატიებელი დანაშაულია.
საყოველთაოდ ცნობილია და განსაკუთრებულ განგაშს იწვევს ის, რომ საპატიმროებში დღესაც არაადამიანური, გაუსაძლისი გარემოა. ამასთან, ციხეები გადავსებულია და პატიმართა რაოდენობა, ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებლად - არაპროპორციულად იზრდება. პატიმართა რაოდენობით საქართველო ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, ხოლო პატიმართა სიმჭიდროვე ერთ სულ მოსახლეზე თითქმის ორჯერ აჭარბებს ევროპულ საშუალო მაჩვენებელს, რაც პენიტენციური სისტემის მძიმე გადატვირთულობას იწვევს.
ოცნების“ არაჰუმანური მმართველი გუნდის პირობებში, ქვეყანაში სრულად განადგურებულია დამოუკიდებელი ინსტიტუტები. ყველასთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ძალაუფლებას გამოკიდებული ჯგუფი საკუთარი ქონებისა და სავარძლების შესანარჩუნებლად უკან არაფერზე დაიხევს. ის მიზანმიმართულად დაფარავს ნებისმიერ კანონდარღვევას და ხელს დააფარებს მოძალადეებს, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია.
არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ არანაირი ნდობა არ გვაქვს იმ უგულო სისტემისა, რომელიც მზად არის ყველა გადათელოს. უსამართლობა, სისასტიკე და ხალხის აბუჩად აგდება უპასუხოდ არ დარჩება.
„თავისუფლების მოედანი“ არ აპირებს შეგუებას და განაგრძობს ბრძოლას სამართლიანობისა და ადამიანის ღირსების დასაცავად! არცერთი მსგავსი ფაქტი არ მიეცემა დავიწყებას. საერთო ძალისხმევით აუცილებლად დადგება დრო, როდესაც დამოუკიდებელი ინსტიტუტები ამომწურავ პასუხს გასცემენ საზოგადოების შეკითხვებს, ხოლო მართლმსაჯულება კანონის სრული სიმკაცრით აგებინებს პასუხს ყველა დამნაშავეს.







