„შეხედე სამყაროს მათი თვალებით“

„შეხედე სამყაროს მათი თვალებით“

„შეხედე სამყაროს მათი თვალებით“ - ამას მოგვიწოდებს განვითარებული სამყარო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

დიახ, სწორედ მათი თვალებით უნდა ვუყურებდეთ სამყაროს სისტემური პოლიტიკის შედგენისას, საკანონმდებლო ბაზის შექმნისას, თუ მისი აღსრულებისას. მაგრამ საქართველოში ამ დღეს მოსალოცი არაფერი გვაქვს:

- ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვის ნცვლად, გვიწევს ბრძოლა, რომ არ დახოცონ;

- ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ნაცვლად, გადაშენების პირას მყოფ სახეობებსაც კი ვერ ვუფრთხილდებით. ცხოველთა დაცვა არ არის ქველმოქმედება ან მოხალისეების კერძო საქმე - ეს არის სახელმწიფოს ცივილიზაციური არჩევანი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ჩვენ ავაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ყველა სიცოცხლე ღირებულია.

თავისუფლების მოედანი

ელ.ფოსტა: contact@freedomsquare.ge

ტელ.: +995 598 888 068

მისამართი: Tbilisi, Georgia