მიეცით ბავშვებს წამალი 🎈

აჭარა საქართველოს გულისთვის 🩵

აჭარა საქართველოს გულისთვის 🩵

გიწვევთ ფორუმზე “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის - ბათუმი”.

ფორუმზე საზოგადოების წევრები იმსჯელებენ მომავლის საქართველოზე, რაც პოზიტიური ხედვის შექმნაში დაგვეხმარება. ამის საფუძველზე განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის სამომავლო პოლიტიკა, ასევე, მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა.

ფორუმი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ ჯგუფებსა და საზოგადოებრივ გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სადისკუსიო სივრცის შენარჩუნებას, იდეებისა და მოსაზრებების თავმოყრას, თუ როგორი საქართველოს გულისთვის ღირს ბრძოლა და შრომა.

გამომსვლელები უპასუხებენ ძირითად კითხვას, თუ როგორი გვინდა იყოს საქართველო მომდევნო უახლოესი ათწლეულების განმავლობაში.

დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან შეკითხვები და თავადაც შემოგვთავაზონ საკუთარი ხედვა საქართველოს მომავალზე.

ფორუმი იმართება პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნისა“ და „საზოგადოებრივი ასამბლეის“ თანაორგანიზებით.

შემოგვიერთდით და გაუზიარეთ მოსაწვევი თანამოაზრეებს, კოლეგებსა და თანამებრძოლებს!

🗓️ თარიღი: 2 მაისი, 14:00-17:00 საათი.
📍მისამართი: "რედისონ ბლუ ბათუმი", 1 ეგნატე ნინოშვილის ქ., ბათუმი.
🔗 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://gulistvis.ge.

გთხოვთ, ფორუმზე დასასწრებად გაიაროთ რეგისტრაცია 👇

რეგისტრაცია

შევხვდებით ფორუმზე საქართველოს გულისთვის!

თავისუფლების მოედანი

ელ.ფოსტა: contact@freedomsquare.ge

ტელ.: +995 598 888 068

მისამართი: Tbilisi, Georgia