იმერეთი საქართველოს გულისთვის! 🩵
პარტია „თავისუფლების მოედნის“ კამპანია „საქართველოს გულისთვის“ ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.
თბილისში გამართული მასშტაბური ფორუმის შემდეგ, ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი გზავნილი მხოლოდ დედაქალაქში არ დარჩენილიყო და აქტიურად გავსულიყავით რეგიონებში - იქ, სადაც ყოველდღიური გამოწვევები ყველაზე მკაფიოდ იგრძნობა.
მარტის თვეში იმერეთს ვეწვიეთ. კამპანიის ფარგლებში მოვიარეთ როგორც ქალაქები, ისე სოფლები: ქუთაისი, დიდი ჯიხაიში, ქუტირი, სამტრედია, წყალტუბო, დეისი, გეგუთი, ზემო ალვანი, ჭიათურა, ბუეთი, კურსები, დიმი, წირქვალი, ქვიტირი და ხონი. თითოეულ ადგილზე შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, მოვისმინეთ მათი საჭიროებები, პრობლემები და ხედვები, და გავუზიარეთ ჩვენი ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საზოგადოება თანხმდება ცვლილების საჭიროებაზე.
იმერეთში კამპანია ქუთაისში გამართული რეგიონული ფორუმით დავასრულეთ, სადაც ადგილობრივებთან ერთად შევაჯამეთ შეხვედრების შედეგები და სამომავლო ნაბიჯები.
ეროვნული კამპანია „საქართველოს გულისთვის“ აპრილის თვეში აჭარაში გრძელდება.
24 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით პარტია „თავისუფლების მოედანი“ შეხვედრებს გამართავს აჭარის სოფლებსა და ქალაქებში. ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ უშუალო დიალოგი მოქალაქეებთან, მოვისმინოთ მათი საჭიროებები და ერთად ვიმუშაოთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონს აწუხებს და შევთანხმდეთ თუ როგორი აჭარა გვინდა უკეთესი საქართველოსთვის.
შევხვდებით აჭარაში საქართველოს გულისთვის! 🩵






