ფორუმი "საქართველოს გულისთვის - თელავი"
გიწვევთ ფორუმზე “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის - თელავი”. ფორუმზე საზოგადოების წევრები იმსჯელებენ მომავლის საქართველოზე, რაც პოზიტიური ხედვის შექმნაში დაგვეხმარება. ამის საფუძველზე განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის სამომავლო პოლიტიკა, ასევე, მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა.
გამომსვლელები უპასუხებენ ძირითად კითხვას, თუ როგორი გვინდა იყოს საქართველო მომდევნო უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან შეკითხვები და თავადაც შემოგვთავაზონ საკუთარი ხედვა საქართველოს მომავალზე.
ფორუმი იმართება პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნისა“ და „საზოგადოებრივი ასამბლეის“ თანაორგანიზებით.
თარიღი: 7 ივნისი, 14:00
მისამართი: თელავი, "თელავი ინნ", #5 ვარდოშვილის ქ.
ფორუმზე დასწრება შეუძლია ყველას, რეგისტრაცია აუცილებელი არ არის. დარეგისტრირდით და შემოგვიერთდით! https://forms.gle/rvaxqi1gvKXsJXQs6






